ტრისტან სიხარულიძის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

დღეს, ფოლკლორის ცენტრში  კულტურის დამსახურებული მოღვაწის, ლოტბარის, ქართული ხალხური (გურული) სიმღერის გამორჩეული შემსრულებლის, ღირსების ორდენის კავალერის, ხელოვნების ქურუმის – ტრისტან სიხარულიძის სახელობითი ვარსკვლავის გაიხსნა.

ვარსკვლავის საზეიმო გახსნამდე, მოეწყო ლოტბარის მოღვაწეობის შესახებ ვიდეოპრეზენტაციის ჩვენება და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები.

ღონისძიება ოზურგეთის მერიის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის და კულტურის და მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ვარსკვლავის გახსნას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები