ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების დელეგაციამ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოში სამუშაო შეხვედრები გამართა.
ბრიუსელში, ლიუვენში, ანტვერპენსა და გენტში, მერიებსა და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებს ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, მარიკა ჩხიკვიშვილი და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელი მარინა თოფურია, დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა, დასაქმება, წამალდამოკიდებულ მშობლებზე ზრუნვა, მამების პროექტი, ქალაქის სოციალური და სიღარიბის პოლიტიკა, ზემოქმედების გაზომვისა და შეფასების მეთოდოლოგიები, დაფინანსება – ეს ის საკითხები იყო, რომლებიც ბელგიაში, ოფიციალური ვიზიტის დროს განვიხილეთ.
დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი საშუალებას მოგვცემს სასიკეთო ცვლილებები განვახორციელოთ ჩვენს მუნიციპალიტეტებში!,“- აღნიშნა, ნათია გოლიაძემ.