ოზურგეთის მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ, მერიის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ ბელგიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის დროს მიღებული ინფორმაცია გაუზიარა.
ბავშვიან ოჯახებთან მუშაობის მიდგომები, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და მიზნობრივი ინტერვენციების განხორციელება; ბავშვთა სიღარიბისა და ოჯახის მხარდაჭერა; დასაქმების პოლიტიკა; ეკონომიკური და სოციალური პროექტები; დაფინანსების სისტემები რეგიონულ და მუნიციპალური დონეზე – ეს ის საკითხებია, რომელზეც ნათია გოლიაძემ დეტალურად ისაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილი, საკრებულოს წევრები მარიკა ჩხიკვიშვილი, ქეთი ხომერიკი, მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი მზია გაგუა, ფსიქოლოგი თამთა დოლიძე, სოციალური მუშაკი ინგა დალალიშვილი და იურისტი ნია ინარიძე.