ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 6 საკითხზე იმსჯელა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლავრენტი ბიგვავა უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით აისახა შემდეგი საკითხები: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმისა და ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ ჩატარებული კვლევის ,,მშობლების შრომითი მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე“ განხილვის შესახებ; ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობით მიცემის თაობაზე“ და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის მიმოხილვის შესახებ.
აგრეთვე, ცვლილება იგეგმება ,,მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტში.
მსგავსი სტატიები