USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ითვალისწინებდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა კომისიის საჭიროებათა კვლევა. აღნიშნული კვლევის შედეგების გათვალისწინებით კი კომისიის ჩართულობით დაიგეგმა სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსიის მომზადება.
პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია PMCG-ის ექსპერტი ნინო ლოლაძე უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრას, საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.