ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართება
„მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე – მივიღეთ გადაწყვეტილება და წელს პირველად ჩავატარებთ ოზურგეთში არსებული საჯარო სკოლების საერთო ღონისძიებას ბოლო ზარის აღსანიშნავად, რომელიც თეატრის წინ, მოედანზე გაიმართება. ეს იქნება მასშტაბური საზეიმო ღონისძიება მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით,“- ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.