ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესყიდვა და ახალი, კომფორტული მოსაცდელების მოწყობა იგეგმება.
„ვასრულებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან დაპირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით. სულ მალე გამოცხადდება ტენდერი და მთავრობის მხარდაჭერით ოზურგეთისთვის პირველ ეტაპზე შევისყიდით 8 ერთეულ ადაპტირებულ და თანამედროვე ტიპის ავტობუსს, მიმდინარეობს მუშაობა სპეციალისტებთან ერთად სამარშუტო ქსელი დაგეგმარებაზე და ახალი ტიპის მოსაცდელების მოწყობაზე,“- აღნიშნა მერმა.