ოზურგეთი 26 მაისის აღსანიშნავად მზად არის

ძვირფასო თანამოქალაქეებო, გელით ხვალ ცენტრალურ პარკში, #ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე #ოზურგეთში!

ღონისძიებები 13:00 საათიდან დაიწყება:

11:00 სთ – სოფელ ჯუმათში ფიცის დადების საზეიმო ცერემონია;

13:00 სთ – ოზურგეთის საკათედრო ტაძრის პარკში მდებარე საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავის გვირგვინით შემკობა. ჩატარდება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი;

13:30 სთ – მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი – ხათუნა ბებურიშვილის ნახატების გამოფენა;

14:00-16:00 – კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა

14:00-20:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

14:00-18:00 – საბავშვო სივრცე, ანიმატორები; სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება

14:00-18:00 – თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა

15:00-16:45 სთ – კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით;

17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა; კულმინაცია ბუშტების და ფოიერვერკის გაშვება;

21:00 სთ – გელა გნოლიძე და „ღამის შოუს ბენდი“; საღამოს დასკვნითი კონცერტი თეატრის წინ, მოედანზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

        

მსგავსი სტატიები