ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, ევროკავშირის და CSRDG-ის მხარდაჭერით ა(ა)იპ ,,სათემო ფონდი – ერთიანობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფონდის მიზანია გააერთიანოს მოქალაქეთა ადამიანური და მატერიალური რესურსები, თემში არსებული პრობლემების და გამოწვევების საპასუხოდ.