სათემო ფონდის პრეზენტაცია

სოფელ ასკანაში, ევროკავშირის და CSRDG-ის მხარდაჭერით ა(ა)იპ ,,სათემო ფონდი – ერთიანობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფონდის მიზანია გააერთიანოს მოქალაქეთა ადამიანური და მატერიალური რესურსები, თემში არსებული პრობლემების და გამოწვევების საპასუხოდ.

მსგავსი სტატიები