ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ, “ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების წინაშე არსებული გამოწვევები, სოციალური და ეკონომიკური პრიორიტეტები განიხილეს.
„ქალთა ოთახი,“ რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებს, არის საინფორმაციო-საკონსულტაციო ღია სივრცე შეხვედრების ჩასატარებლად, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სხვადასხვა მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს.