პროექტის – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრებ, მესხ ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
ქალების წინაშე არსებული გამოწვევები, მუნიციპალური პროგრამები, ეკონომიკური – სოციალური პროექტები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მესხი ქალების ჩართვა და მეტად ინტეგრაცია – ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც შეხვედრისას, ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ ვრცლად ისაუბრა.
ნათია გოლიაძესთან ერთად, შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილი, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ხომერიკი და მერიის თანამშრომლები.