დღეს, 20:00 საათზე, ჭადრების ბაღში, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, საქართველოს U21 ნაკრების მეოთხედფინალის პირდაპირი ჩვენება გაიმართება.
2023 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა დინამო არენაზე ჩატარდება, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ისრაელის გუნდები დაუპირისპირდებიან.
გელით ყველას, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს!