ოზურგეთში, საქართველოს U21 ნაკრების მეოთხედფინალის პირდაპირი ჩვენება გაიმართება

ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, 1 ივლისს, 20:00 საათზე, გელით ყველას ჭადრების ბაღში, სადაც საქართველოს U21 ნაკრების მეოთხედფინალის პირდაპირი ჩვენება გაიმართება.

2023 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა დინამო არენაზე ჩატარდება, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ისრაელის გუნდები დაუპირისპირდებიან.

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს!

მსგავსი სტატიები