ოზურგეთში, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის, 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
ოზურგეთის მერის მოადგილეებმა,
გიორგი ღურჯუმელიძემ და
ნათია გოლიაძემ, საბიუჯეტო პროცესის სწორად წარმართვის მნიშვნელობაზე, არსებულ პროგრამებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა,
პავლე ჭყონიამ შეხვედრის მონაწილეებს საბიუჯეტო კალენდარი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც იმუშავებს სამუშაო ჯგუფი.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, დოკუმენტის შემუშავების პროცესში, დაინტერესებული პირების ჩართულობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.
მსგავსი სტატიები