ოზურგეთში, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის (MDD) მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ექსპერტი ნინო ლოლაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე განისაზღვრა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები, დაისახა სტრატეგიული მიზნები და გეგმები, რომლებიც ორიენტირებული იქნება მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებაზე.
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას ოზურგეთის მერის მოადგილეები გიორგი ღურჯუმელიძე, ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მომზადდება საშუალო ვადიანი (2024-2027 წლები) განვითარების დოკუმენტები და შერჩეულ მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ექსპერტების ჩართულობით შეიმუშაონ ან განაახლონ საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი.
პროექტი ხორციელდება საკონსულტაციო კომპანია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ჩართულობით.