ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.
დღეს 2020 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები ცხემლისხიდი-უჩხუბის, ასევე, ვაკიჯვარისა და ფამფალეთის მოსახლეობამ შეარჩია.
ცხემლისხიდი-უჩხუბში სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა გადაწყდა, ბაღდადში კი ბახვის საზღვართან ხიდის რეაბილიტაცია, ასევე, გარე განათებისა და ცენტრის კეთილმოწყობა.
რაც შეეხება, ვაკიჯვარსა და ფამფალეთს, ადგილობრივებმა ცენტრისა და მოსაცდელების კეთილმოწყობა გადაწყვიტეს.
#გურია #ოზურგეთი2020 #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა