,,მუსიკალური საღამო”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „მუსიკალურ საღამო“ გაიმართა.

ჭადრების ბაღში, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი და გასართობი სტენდები, თითების თეატრის სპექტაკლები, ფოტოინსტალაციები, მოსასვენებელი სივრცეები, საპნის ბუშტების შოუ, ანიმატორების წარმოდგენა, ყვავილების გვირგვინების და კერამიკის მასტერკლასები.

ღონისძებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,მუსიკალური საღამო” გალა კონცერტით დასრულდა.

მსგავსი სტატიები