ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში, დღეს ფსიქოლოგმა, ზურაბ მხეიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – „თვითმოტივაცია.“
ზურაბ მხეიძემ დამსწრე საზოგადოებას თვითმოტივაციის ამაღლებასა და მასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ გამოწვევებზე ესაუბრა. ყურადღება ასევე გაამახვილა ემოციურ დაბრკოლებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საჯარო ლექციას, რომელიც ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა, მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.