მუნიციპალიტეტის შემოსავლების ზრდა და ისეთი აქტუალური პრობლემის გადაჭრა, როგორიცაა უმუშევრობა, წარმოუდგენელია ეკონომიკის განვითარების გარეშე, ეკონომიკის განვითარება – მრეწველობის გარეშე, მრეწველობა- სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარების სამსახურმა 2018 წელს განახორციელა პროექტი, რომელიც ინოვაციური კულტურის, “სტევიას“ გავრცელება- პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
ოზურგეთის 4 სოფელში: სოფელ ოზურგეთი, გურიანთა, ლიხაური, დაბა ნარუჯა შეიქმნა სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც 44 ბენეფიციარს დაურიგდა “სტევიის“ ნერგები და გაეწია საჭირო კონსულტაციები.