საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვით დაიწყო. საკრებულოს წევრების შეკითხვები პარკირების ადგილებს, ზონებსა და პარკინგის მომსახურების მიზნით გადახდის სისტემას შეეხო. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ავტოტრანსპორტის პარკირებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ, რომელმაც 80 700 ლარი შეადგინა. გაჟღერდა ინფორმაცია, გადახდის სისტემაში პარკომატის დანერეგვის თაობაზე. საკრებულოს წევრებს პარკომატის აპარატიც წარუდგინეს და მისი ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა დაგეგმილია პარკირების ზონაში პარკომატების განთავსება, რომელიც ა(ა)იპ-ის მიერ შეთავაზებული დამატებითი სერვისი იქნება მოქალაქეებისათვის. შეფასების ნაწილში ყურადღება გამახვილდა არსებულ ხარვეზებზეც და გაიცა კონკრეტული რეკომენდაციებიც. სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საკრებულო ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიშს ისმენს.