10-15 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა.
სამუშაო შეხვედრები ქ. რომში გაიმართა, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეწარმეო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივ მეწარმეებს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და აგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს, მუნიციპალური პროგრამებისა და საგანმანათლებლო სისტემების გაცნობა წარმოადგენდა.
ვიზიტი ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.