საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოში ინიცირებული დადგენილების პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის ერთ-ერთ საკითხად განსაზღვრა. დადგენილების პროექტი იმ დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცებას ეხება, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ,საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირისა და გურიის ახალგაზრდული რესურცენტრის მიერ არის მომზადებული და მისი მიზანი, მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ ერთი მექანიზმის, დასახლებებში საერთო კრების ამოქმედებაა. (იხილეთ პროექტი) დადგენილების პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, იურიდიულ საკითხთა კომისიამ მიიჩნია მიზანშეწონილად და ის დღეს, ბიუროს წარუდგინა. ბიურომ კომისიის მოსაზრება გაითვალისწინა.