კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გურიის რეგიონში, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. ოზურგეთში მუნიციპალური ტრანსპორტი, პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ და სპორტული დარბაზი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით მუშავდება. ასევე, დეზინფექცირება ჩაუტარდება რეგიონის ბაგა-ბაღებს, საჯარო და სახელოვნებო სკოლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.