ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე მეორედ ხორციელდება ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის – ,, მოზარდთა მოხალისეობის“ პროგრამა.
დღეს, პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციის ბაზაზე არსებულ ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილეს თვითმმართველობის საკითხებზე, მონაწილეობით ფორმებზე, საკრებულოს ფუნქციებსა და მუშაობაზე.
პროგრამა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სივრცეში ისეთი პრაქტიკების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თანაბარ ჩართულობას არაფორმალურ აქტივობებში, რაც თავის მხრივ, აამაღლებს სკოლის მოსწავლეების ცნობიერებას სამოქალაქო განათლების მიმართულებით.