საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
პროექტების ფარგლებში სრული რეაბილიტაცია უტარდება კოსტავას, დოლიძისა და სანაპიროს ქუჩებს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გურიანთა-ციხისფერდის დამაკავშირებელი და ნაგომარში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების მშენებლობა. ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში დასრულდა კულტურისა და დასვენების პარკში ძირითადი სამუშაოები.
პროექტების ღირებულება 15 101 128 ლარს შეადგენს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.