ოზურგეთში ყაზბეგის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოებს კომპანია „გზამშენი-18“ ახორციელებს. მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები, დამცავი კედლების მოწყობა და წყლის მილების მონტაჟი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
800 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება.