ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების ახალი ინიციატივა ,,გაიცანი გურია“-მუნიციპალიტეტის ტურისტული ადგილების საინფორმაციო სარეკლამო კამპანია, იმერეთიდან დაიწყო .
4 მარტს, იმერეთის ტურისტული კომპანიების, გიდების და ტურისტული ბიზნესით დაინტერესებულ პირებისთვის, ქუთაისის სასტუმრო ,,ბესთ ვესთერნ ქუთაისი’’-ს საკონფერენციო სივრცეში, პროექტის მონაწილეებმა თავად წარადგინეს საკუთარი ტურისტული ობიექტებისა და სერვისების შეთავაზებები: ,,ჩაის გზა“, ,,ჩხავერის ისტორია“, გურული ფოლკლორის ტური, გომის მთა, ურეკი,შეკვეთილი. ასევე, ინფორმაცია ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების შესახებ.
დასასრულს დაისვა საქმიანი კითხვები, რომლებსაც პროექტის მონაწილეების მხრიდან გაეცა ამომწურავი პასუხები. შეხვედრამ ჩაიარა სამუშაო, თბილ და მეგობრულ გარემოში და ხელი შეუწყო იმერეთის ტურისტულ კომპანიებთან შარშან დაწყებული მჭიდრო, საქმიანი, ურთიერთობის განმტკიცებას.
მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას, გიდების ასოციაციას, სასტუმრო ,,ბესთ ვესთერნ ქუთაისს“. ქუთაისში წარმატებით ჩატარებული საინფორმაციო-სარეკლამო შეხვედრის შემდეგ იგეგმება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით,თბილისის ტურისტულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა. საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიის მესამე ეტაპი დასრულდება აჭარაში.