ანსამბლ „მეგობრობის“ სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მეგობრობა“ 50 წლისაა!
დღეს, ოზურგეთის ჭადრების ბაღში, ჯუმბერ დუნდუას სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „მეგობრობის“ ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავის საზეიმო გახსნამდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ანსამბლის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის აღსანიშნავად საიუბილეო კონცერტი გაიმართა. აგრეთვე, მოეწყო ანსამბლის დამფუძნებლის ჯუმბერ დუნდუას მოღვაწეობის შესახებ ვიდეოპრეზენტაციის ჩვენება.
ღონიძიება, რომელიც ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები