ოზურგეთში სახელმწიფო ანსამბლ „გურიას“ დამაარსებლის, ჯუმბერ დუნდუას სახელობის პირველი ქორეოგრაფიული ფესტივალი „ავტოგრაფი“ გაიმართა.
ფესტივალში, გურიაში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ, რომელთაც ღონისძიების ბოლოს პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ოზურგეთის მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ, ანსამბლები ჯუმბერ დუნდუას ავტოგრაფით და დიპლომებით დააჯილდოვეს.
ღონისძიება ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.