ქორეოგრაფიული ფესტივალი „ავტოგრაფი“

ოზურგეთში, სახელმწიფო ანსამბლ „გურიას“ დამაარსებლის, ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქორეოგრაფიული ფესტივალი – „ავტოგრაფი“ გაიმართა.

ფესტივალში ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, მესტიის, ცაგერის, ფოთისა და თბილისის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ, რომელთაც ღონისძიების ბოლოს, ჯუმბერ დუნდუას ავტოგრაფი და დიპლომები გადაეცათ.
საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ქართველიშვილმა, ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, „საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის“ ორდენით დააჯილდოვა ანსამბლ „გურიას“ მოცეკვავეები და მუსიკოსები.
ფესტივალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები