ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სოციალური და ეკონომიკური პროექტები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ნიკა ბოლქვაძემ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და იმ საჭიროებებზე, რაც მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია.