უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერი ავთანდილ თალაკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.