ადგილობრივ დონეზე COVID-19-ის გავრცელებასა და მის მართვასთან დაკავშირებულ კომუნიკაციის გამოწვევებზე, ვიდეო კონფერენცია, დღეს, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილთან ერთად, ის საინტერესო და ინოვაციური მიდგომები და ღონისძიებები გააცნო შეხვედრის მონაწილეებს, რომლებიც არსებული გამოწვევების საპასუხოდ საკრებულომ განახორციელა. თავის მხრივ, COVID-19 ის გავრცელების ეფექტურად გამკლავებასა და მის მართვასთან დაკავშირებულ კომუნიკაციის გამოწვევების შესახებ რეკომენდაციები შეიმუშავა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის NDI-მ, ,,საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები საკრებულოს წევრებს ავტორმა, სტრატეგიული, სოციალური და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტმა, ანუნა ბუკიამ გააცნო.