პანდემიის დროს ოზურგეთში დარჩენილი ტურისტებისთვის მერიის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ფოლკლორული ტური მოეწყო.
უცხოელ ვიზიტორებს ტურიზმის განყოფილებამ სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმში უმასპინძლა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედება გააცნო.
ტურისტების ერთმა ჯგუფმა ფოლკლორული ანსამბლების დახმარებით ხალხური სიმღერაც ისწავლეს და ქართულ ენაზე შეასრულეს.
ტურისტები, რომლებიც ოზურგეთში პორტუგალიიდან, გერმანიიდან და ბალტიისპირა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, სხვადასხვა საოჯახო სასტუმროში განთავსდნენ და დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
სამომავლოდ, ოზურგეთის მერიის ტურიზმის განყოფილება აღნიშნულ სერვისს ტურისტულ პაკეტად აქცევს, რომლითაც ვიზიტორები გურული ფოლკლორული და პოლიფონიური სიმღერების შესწავლასა და მასტერკლასების გავლას შეძლებენ.
#გურია #ოზურგეთი2020 #ტურიზმისგანვითარება2020