ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი სამუშაო ვიზიტით გურიას ეწვია

გურიას სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი  ეწვია.

ელჩმა სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაიასთან, გუბერნატორის მოადგილესთან, ქეთევან მოისწრაფეშვილთან  და ოზურგეთის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად სოფელ შემოქმედში მენაბდეების მარანი და საოჯახო სასტუმრო დაათვალიერა.

შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები. მხარეები სამომავლო ურთიერთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„არაჩვეულებრივი ვიზიტი მაქვს გურიაში, მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გუბერნატორთან და მერთან. მოვისმინე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რაც ემსახურება გურიაში ტურიზმის ინდუსტრიის, მუნიციპალური სერვისებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე განვიხილეთ: სოფლების ინტერნეტიზაციის საკითხი, რეგიონის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისკენ. ვისაუბრეთ  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეცენტრალიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიშვნელობაზე  გადაწყვეტილებების  მიღების პროცესში,“- აღნიშნა ელჩმა.

#გურია

#ოზურგეთი2020

#USEmbassyTbilisiGeorgia

#მენაბდის მარანი • Menabde Winery

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები