ტურისტული ობიექტების პრეზენტაცია და წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა

დაბა ურეკში,  ,,იმედის პარკში”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით ოზურგეთის ტურისტული ობიექტების პრეზენტაცია და წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

“ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას. სოფლის მეურნეობა და ტურიზმი მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძირითადი სფეროებია. ღონისძიებაზე ადგილობრივმა მეწარმეებმა წარადგინეს: ჩაის, თაფლის, მშრალი ხილის და ჩურჩხელის პროდუქცია“- აღნიშნა ეკონომიკისა და ქონების სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა.

“გაეროს განვითარების პროგრამის“ მიერ მხარდაჭერილი მოძრავი საინფორმაციო ტურისტული ცენტრი ამჯერად ურეკს ესტუმრა და დამსვენებლებს გააცნო გურიის სხვადასხვა ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია. მომდევნო პერიოდში დაგეგმილია მოძრავი საინფორმაციო ცენტრით სხვა რეგიონებს ვესტუმროთ“ – განაცხადა ტურიზმის განყოფილების უფროსმა, ირინა შალამბერიძემ.

ღონისძიების მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო: გურულმა ფოლკლორულმა ტრიომ, თოჯინების თეატრის მსახიობებმა და სამხატვრო სკოლის წარმომადგენლებმა.

#გურია2020
#გაიცანიგურია
#აღმოაჩინეგურია

მსგავსი სტატიები