ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
პარალელურად, მიმდინარეობს სოფელ მერიის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც.
პროექტს „შპს ჯორჯიან კონსტრაქშენ კომპანი“ ასრულებს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 443 374 ლარით ფინანსდება.
მერის გადაწყვეტილებით, მეორადი ფანჯრები, რომლებიც მოიხსნა თხინვალის საჯარო სკოლაზე და ვარგისიანია, ამავე სოფლის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა.