ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ბაილეთში, სილაურსა და ნასაკირალში 2021 წელს განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს და გადაწყვეტილებები მიიღეს.
სოფელ ბაილეთში, მე-6 ბრიგადაში, 10 ტონიანი წყლის ავზის შეძენა და გარე განათების მოწყობა გადაწყდა; ბაილეთი-ახალსოფლის გზაზე ბეტონის გზის მოწყობა, ხოლო ჭანიეთურში წყლის ავზების შეძენაზე იმსჯელეს.
სილაურში, მე-3 ბრიგადაში, მოსაცდელის მოწყობაზე, წყლის მილების შეძენაზე, გარე განათების დამონტაჟებაზე, ბეტონის და მავთულბადის შეძენაზე შეთანხმდნენ.
დაბა ნასაკირალში, სასაფლაოებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ამავე სოფლის მე-4 რაიონში, სასაფლაოს შემოღობვა გადაწყვიტეს.
შეკრებები, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.
მსგავსი სტატიები