დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები და საპროექტო წინადადებების შერჩევა დაიწყო.
პროგრამით გათვალისწინებული კრება-კონსულტაციები დღეს დაბა ნარუჯაში, დაბა ლაითურსა და მელექედურში რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.
მოსახლეობასთან კონსულტაციები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, გიორგი ინწკირველთან, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელთან, დარეჯან გოგოტიშვილთან, დაბებში მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გამართა.
დაბა ლაითურში, ფაბრიკის დასახლებაში, სანიაღვრე არხის, IX – რაიონში ბეტონის გზისა და საბავშვო ბაღის დარბაზის რეაბილიტაციაზე შეთანხმდნენ.
დაბა ნარუჯაში, მოსახლეობა პარკში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორების მოწყობაზე, III რაიონში და ჩაის ფაბრიკის დასახლებაში მოსაცდელების გაკეთებაზე შეჯერდა.
ხოლო მელექედურის მოსახლეობამ სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა გადაწყვიტა.
ხვალ, 16 თებერვალს მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ ბაილეთში, სილაურსა და დაბა ნასაკირალში გაიმართება.
#გურია #ოზურგეთი
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2021
#დაბალაითური
#დაბანარუჯა
#მელექედური