კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

მერმა მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასრუქტურული, სოციალური და ინოვაციური პროექტების შესახებ ამომწურავად ისაუბრა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.

„ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მშენებლობის ნორმების, ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით.“- აღნიშნა, კონსტანტინე შარაშენიძემ.

საკრებულომ, ასევე ოზურგეთის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსის, პავლე ჭყონიას და შიდა უდიტის და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის, კობა ხაბალაშვილის ანგარიშები მოისმინა.

ვრცლად ანგარიშის ვიდეორგოლი იხილეთ:
https://www.youtube.com/watch?v=tqzET7CTXuA

#ოზურგეთი #კონსტანტინეშარაშენიძე#ანგარიში2020

მსგავსი სტატიები