ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ონლაინ კონფერენცია – „საერთაშორისო ინიციატივა – თანამონაწილეობისთვის” გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთისა და უკრაინის მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები გახლდათ.
ონლაინ კონფერენციის მიზანი იყო: გამოცდილების გაცვლა, მრავალმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, თანამშრომლობის გაფართოება, ახალი პარტნიორობის დამყარება და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრ ლავრენტი ბიგვავასთან და აპარატის უფროს ნანა თავდუმაძესთან ერთად ისაუბრა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში თანამონაწილეობის მნიშვნელობასა და ახალ გამოწვევებზე.
ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა ოზურგეთის კულტურული,შემოქმედებითი და ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნითაც. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ოზურგეთი, როგორც „ევროპული მუნიციპალიტეტი ქართული ტრადიციებით“.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა პანელური დისკუსია.
დასასრულს, პრეილის (ლატვია), ნიჟინის (უკრაინა) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მრავალმხრივი პარტნიორობის განმტკიცებასა და თანამონაწილეობით პროცესების გააქტიურებაზე შეთანხმდენენ.
მსგავსი სტატიები