ოზურგეთის ძველი კინოთეატრის ტერიტორიაზე, სამომავლოდ საზაფხულო კინოთეატრი მოეწყობა და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი გახდება.
ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, რომელსაც ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე ადგილზე გაეცნო.
გაწმენდით სამუშაოებს, ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები ასრულებენ.
პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე, დახურულ სივრცეში აკრძალულია შეხვედრები, შესაბამისად, სამომავლოდ საზაფხულო ღია კინოთეატრის სივრცეში, ნებისმიერი ახალგაზრდული აქტივობის განხორციელება იქნება შესაძლებელი.
დაგეგმილია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება და შესაბამისი თანამედროვე აპარატურის შეძენა.
მსგავსი სტატიები