საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებსა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მოსახლეობასთან, ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გამართა.
საკრებულოს წევრის, ლევან მგელაძის ინიციატივა, რომლის საფუძველს ადგილობრიცი მაცხოვრებლების
განცხადება წარმოადგ
ენს, ქ. ოზურგეთში, კ. გამსახურდიის ქუჩის ნაწილისათვის ან ოზურგეთის თეატრის უკან მდებარე უსახელო სკვერისთვის არსენ კეჭაყმაძის სახელის მინიჭებას ეხება.
ეს ინიციატივა განიხილეს საკრებულოს წევრებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. მოსახლეობასთან კონსულტაციისას აღინიშნა, რომ უმჯობესია არსენ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭოს უსახელო სკვერს, რომელიც თეატრის უკან მდებარეობს.
კომისია ამ ინიციატივას უკვე სხდომაზე განიხილავს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, შესათანხმებლად სამთავრობო კომისიას წარუდგენს.
მსგავსი სტატიები