ოზურგეთის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისამ ქუჩების სახელდებასთან დაკავშეირებით იმსჯელა.
კომისიამ განიხილა ინიციატივა დაბა ურეკში ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის ნაწილისთვის სახელის გადარქმევის და ნიკა ქარცივაძის სახელის მინიჭების თაობაზე. კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გამართა ადგილობრი მოსახლეობასთანაც. დღეს სხდომაზე შეჯერებული ინფორმაციისა და მოსაზრებების შედეგად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ინიციატივის განხილვის დროებით შეჩერების თაობაზე, ალტერნატიული ვარიანტების მოძიებამდე.
კომისიამ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინა და დადებითი დასკვნები მოამზადა, დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში უსახელო ქუჩისთვის ალექსანდრე ღლონტის სახელის და ქ. ოზურგეთში თეატრის უკან მდებარე უსახელო სკვერისთვის არსენ კეჭაყმაძის სახელის მინიჭების თაობაზე. დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მიზნით სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება.
სხდომის დასასრულს კომისიის წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ