პროექტის ფარგლებში, 876 მეტრი სიგრძის ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
მოეწყობა სანიაღვრე არხები და მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები.
სოფელ მელექედურის მაცხოვრებლები, მერთან შეხვედრას ითხოვდენ. ისინი გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციას ითხოვდნენ.
ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა.
მერის დაპირებით, ადგილობრივების თხოვნას გაითვალისწინებს და შესაბამის სახსრებს გამონახავს გზის დარჩენილი ნაწილის მშენებლობისთვის.
სოფელში, სამომავლოდ, ჭაბურღილის მოწყობა დაიგეგმა.