ენერგოეფექტური გარე განათების სისტემა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საქართველოს 23 მუნიციპალიტეტთან ერთად „მერების
შეთანხმების“ მემორანდუმის ხელმომწერი მუნიციპალიტეტია.

პროგრამა – „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით – კლიმატის ცლილებებისა და
ენერგეტიკისთვის“ ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი მიზანია ხელმომწერმა
მუნიციპალიტეტებმა 2030 წლისათვის მინიმუმ 30%-ით შეამცირონ CO 2 -ის და სხვა სათბური
აირების ემისია საკუთარი ტერიტორიებიდან ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი
წყაროების ათვისების საშუალებებით.

პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩაზე, ახალი გარე განათების სისტემა
მოეწყო.

2 კმ. და 200 მ. სიგრძის მონაკვეთზე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, 172 ერთეული ლედ-
ნათურა და სადენები.

ენერგოეფექტური გარე განათების პროექტი, რომლის საგრანტო მოცულობა 40 000 დოლარს
შეადგენდა,  ა.(ა).ი.პ. თავისუფალმა მედია სივრცემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის
თანადაფინანსებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით,
გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობითა და საქართველოს ენერგოეფექტურობის
ცენტრის მხარდაჭერით განახორციელა.

მსგავსი სტატიები