ქალაქ ოზურგეთში სამი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მოასფალტდება კიტა მეგრელაძის, ძმები ერქომაიშვილების და კოსტავას ქუჩის შესახვევები.
სამუშაოები ამჟამად კიტა მეგრელაძის ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელსაც ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე დაესწრო.
პროექტს, რომლის ღირებულებაც 508 994 ლარს შეადგენს შ.პ.ს „პალადა“ ახორციელებს.
#ქალქისქუჩებისრეაბილიტაცია#ოზურგეთი2021 #გურია