მამათი – სილაურის საზღვარზე მდინარის ადიდების შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხიდი გასულ წელს მნიშვნელოვნად დაზიანდა, ამ დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა კი ხიდს საძირკველი გამოაცალა და მისი ჩავარდნა გამოიწვია.
ადგილზე, ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად მივიდა და მოსახლეობას გაესაუბრა.
ადგილობრივი მოსახლეობა დროებით შემოვლითი გზით ისარგებლებს, ხიდის რეაბილიტაციას კი ოზურგეთის მერია უზრუნველყოფს.