ვაქცინაციის კამპანია სოფელ ბაილეთში

ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

💉 შეხვედრაზე, ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა, მოქალაქეებს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს. მიაწოდეს ინფორმაცია ვაქცინაციის აუცილებლობაზე და აცრის ჩატარებისკენ მოუწოდეს.

👉🏻 შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა თებერვალშიც გრძელდება. წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები, ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში 100-ლარიან დანამატსაც მიიღებენ.

    

მსგავსი სტატიები